ვისაც ბინაში 5-ზე მეტი ცხოველი ეყოლება, დაჯარიმდება
ავტორი: გურიის მოამბე
ვისაც ბინაში 5-ზე მეტი ცხოველი ეყოლება, დაჯარიმდება

ხუთ და ათზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის შემთხვევაზე ფულადი ჯარიმები წესდება. შესაბამისი ცვლილებები საკანონმდებლო პაკეტის სახით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება 13 მაისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მომზადებული ცვლილებებით აღინიშნება, რომ კონკრეტულ მისამართზე ან ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის შემთხვევაში, ხოლო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში 5-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, ლევან კობერიძე და გიორგი ხატიძე არიან.

'.$TEXT['print'].'