"დავისჯებით ასეთი უკიდურესი ფარისევლობისათვის, სასტიკად დავისჯებით"...
ავტორი: გურიის მოამბე
"დავისჯებით ასეთი უკიდურესი ფარისევლობისათვის, სასტიკად დავისჯებით"...

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული 12 მაისს, როგორც ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის ოფიციალურად დაკანონებასთან დაკავშირებით საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს და მომხდარს ქართული ეკლესიის მხრიდან ერის სულიერ დეგრადაციამდე მიყვანად აფასებს.

სიცილ-ქირქილში ჩაიარა 12-მა მაისმა და საქართველომ ვერც კი გააცნობიერა, სულიერი დეგრადირების რა დონემდე მიიყვანა ქართულმა საბჭოთა ეკლესიამ ერი.
პრინციპში ბუნებრივი იყო რაც მოხდა.

კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის რელიგიის განყოფილებამ საბოლოოდ იძია შური და ბოლომდე გაანადგურა ქართული სულიერი სფერო.

ახლა ეგზარხოსის ოფიციალური არჩევაღა დარჩა და გაფორმდება საბოლოოდ პრავასლავნიკური ზომბირება...
დავისჯებით ასეთი უკიდურესი ფარისევლობისათვის, სასტიკად დავისჯებით...

'.$TEXT['print'].'