რა სიახლეა მართვის მოწმობის გამოცდასთან დაკავშირებით
ავტორი: გურიის მოამბე
რა სიახლეა მართვის მოწმობის გამოცდასთან დაკავშირებით

20 მა­ი­სი­დან მარ­თვის მოწ­მო­ბის თე­ო­რი­ულ გა­მოც­და­ზე რე­გის­ტრა­ცია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დზე, ან სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ახა­ლი სერ­ვი­სი მარ­თვის მოწ­მო­ბის თე­ო­რი­ულ გა­მოც­და­ზე რე­გის­ტრა­ცი­ას უფრო მოქ­ნილს ხდის - მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ თა­ვად აირ­ჩი­ონ რე­გის­ტრა­ცი­ის სა­სურ­ვე­ლი ფორ­მა და წი­ნას­წარ, სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად და­გეგ­მონ გა­მოც­დის ად­გი­ლი, თა­რი­ღი და დრო.

ელექტრო­ნუ­ლი რე­გის­ტრა­ცი­ის მსურ­ვე­ლი პი­რე­ბი შეძ­ლე­ბენ სა­ა­გენ­ტოს ვებ-გვერდ sa.gov.ge -ზე შე­ავ­სონ ელექტრო­ნუ­ლი გა­ნა­ცხა­დი, აირ­ჩი­ონ სა­სურ­ვე­ლი დრო და ქა­ლა­ქი და გა­და­ი­ხა­დონ სერ­ვი­სის სა­ფა­სუ­რი.

„ონ­ლა­ინ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი პირი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში, თე­ო­რი­ულ გა­მოც­და­ზე მი­ნი­მუმ 10 წუ­თით ადრე უნდა გა­მო­ცხად­დეს. მო­ქა­ლა­ქემ სა­ა­გენ­ტო­ში უნდა წა­რად­გი­ნოს პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბა და სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი (მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა - SMS, ან ელექტრო­ნუ­ლი ქვი­თა­რი).

მარ­თვის მოწ­მო­ბის თე­ო­რი­ულ გა­მოც­და­ზე ელექტრო­ნუ­ლად და­რე­გის­ტრი­რე­ბის გარ­და, გა­მოც­და­ზე რე­გის­ტრა­ცია მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ნე­ბის­მი­ერ სერ­ვის­ცენ­ტრშია შე­საძ­ლე­ბე­ლი“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

'.$TEXT['print'].'