"ოცნებაში” ძალოვანების ტესტის გარეშე პოლიტიკოსების შერჩევა არ ხდება"- გედევან ფოფხაძე
ავტორი: გურიის მოამბე
"ოცნებაში” ძალოვანების ტესტის გარეშე პოლიტიკოსების შერჩევა არ ხდება"- გედევან ფოფხაძე

“მაია მიმინოშვილი “ქართულ ოცნებაში” ვერავის დაატრენინგებს და ახალ სახეებს ვერ შეარჩევს, რადგან ძალოვნების ტესტის გარეშე პოლიტიკოსების შერჩევა არ ხდება.” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი აზრით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა, ძალოვნების ტესტია, პოლიტიკურ პროცესში ადამიანების მონაწილეობის თაობაზე.

“ძალოვანების ტესტის გარეშე პოლიტიკოსების შერჩევა ვერ ხდება. ძალოვანების ტესტი რა არის? – რასაც ვერასოდეს გავდიოდი და სულ პრობლემა მქონდა. ეს არის ტესტი – ძალოვნების მიმართ მორჩილების, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათი მოთხოვნების უპირობო შემსრულებელი იყოს ის, ვინც უმრავლესობაშია. ეს თანამონაწილეობაა, სარეკომენდაციო ფურცელზე. თუ ძალოვან უწყებებს არ მოსწონხარ, ვერც საკრებულოში მოხვდები და ვერც საპარლამენტო სიაში. ეს ის ტესტია, რომელსაც ღირსებასთან, პატიოსნებასთან და მორალთან საერთო არაფერი არ აქვს. ქვედა რგოლში საქმე უშიშროების აგენტურასთან და მათ ხელის ბიჭებთან გვაქვს. თუ პარლამენტში ამ ტესტს გადიხარ, ხარ მორჩილი და შეკვეთებს შეასრულებ. ამ შემთხვევაში მიმინოშვილი არაფერ შუაშია, არავის არ დაატრენინგებს და ახალ სახეებს არ შესთავაზებს.

რეალობა იქნება, რომ “ქართული ოცნება” მორჩილ აგრესიულ უმრავლესობას გამოიყვანს, რაც “ნაციონალური მოძრაობის” სტანდარტია. “ქართული ოცნება” იმ მეთოდებს იღებს და იგივე გზაზე დგას, რაც “ნაციონალებს” ჰქონდათ. იგივე სტანდარტებს ეძებენ, რომ ხელისუფლების შენარჩუნება შეძლონ”, – განაცხადა ფოფხაძემ.

არსებული ინფორმაციით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი პარტია “ქართულ ოცნებაში” პარტიულ საქმიანობაში, კერძოდ, კადრების გადამზადებასა და ტრენინგებში მონაწილეობს.

'.$TEXT['print'].'