"ეტყობა "ოცნებაში" ჩათვალეს, რომ ხალხმა ვერ გაიგო რა კარგად ცხოვრეობს"...
ავტორი: გურიის მოამბე
"ეტყობა "ოცნებაში" ჩათვალეს, რომ ხალხმა ვერ გაიგო რა კარგად ცხოვრეობს"...

"როცა ხელისუფლება არის დეგრადაციის და დაცემის გზაზე, მისი ინიციატივები არის უარესი შედეგის მომტანი. არ ვიცი ამჯერად რა უბიძგებს ხელისუფლებას მიიღოს ეს გადაწყვტილება. ჩემი აზრით, არა მგონია, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, ჯერ ერთი, რომ ისედაც ცოტა დრო არის დარჩენილი, თანაც ძალიან ბევრი პრობლემებია, არჩევნებს უნდა მომზადება, საჭიროა ფინასები, სიის შედგენა, მაჟორიტარები. ახლა თუ დაიწყეს სიის შედგენა წალიწადნახევარში ამას ვერ მოასწრებენ. "ოცნების" სიაში მოხვედრა მარტივად არ ხდება და დაკავშირებულია ფულთან, გავლენებთან, თანამდებობებთან, ხომ დახოცავენ ერთმანეთს. კალაძეს თავისი გუნდი ჰყავს, ღარიბაშვილს თავისი, ივანიშვილსაც თავისი ინტერესები აქვს და 2-3 თვეში ამას როგორ დაალაგებენ. ახალი სიაც თუ შეადგინეს, დაწმუნებული ვარ, რომ კობახიძე, ზარდიაშივლი და სხვები, მოგვენატრებიან, ისეთ ხალხს შეიყვანენ. სანამ ბიძინა ამას ყველაფერს დაალაგებს, 2020 წლის არჩევნებიც მოვა.

პოლიტიკოსების კასტინგი, მაგრამ ამასაც რომ ვერ დაარქმევ? საბჭოთა კავშირში იყო უმაღლესი პარტიული სკოლა და იმას მაგონებს, სადაც პარტიის წევრების პროპაგნდისტული მიმართულებით გადამზადება ხდებოდა. ეტყობა "ოცნებაში" ჩათვალეს, რომ ხალხმა ვერ გაიგო რა კარგად ცხოვრეობს და მოიფიქრეს, რომ მოამზდონ ხალხი, რომელიც საზოგადოებას აგვიხსნის რა კარგად ვცხოვრობთ- აცხადებს პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი "რეზონანსთან" "ოცნების" გადაწყვეტილებაზე, მაია მიმინოშვილის დახმარებით კადრები გადაამზადონ.

 

'.$TEXT['print'].'