"ფურთხის ღირსი ხარო რომ თქვა იმ მამაცხონებულმა"...
ავტორი: გურიის მოამბე
"ფურთხის ღირსი ხარო რომ თქვა იმ მამაცხონებულმა"...

პარტია "კანონი და სამართალი"-ს ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ღლონრი სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს ავრცელებს და იმ ამომრჩევლებს მიმართავს, ვის მიერ გაუაზრებლად გაკეთებული არჩევანის გამო, დღეს ქვეყანაში ბევრი რამ სამარცხვინოდ იქცა: 

"სუფრასთან რომ სხდებით და თამადა საქართველოს სადღეგრძელოს ხმამაღლა ამბობს, ამ დროს უხერხულობა არ გექმნებათ ?

სხვადასხვა ქვეყანაში რომ მოგზაურობთ, გაღიმებულ ხალხს რომ უყურებთ, მოვლილ და დამშვენებულ ქალაქებს როცა ნახულობთ, ამ დროს საკუთარი გაუცინარი, სევდიანი, დაღლილი ხალხი და ქვეყანა არ გახსენდებათ?

ემიგრანტებს გზავნილს რომ თხოვთ, მშობლების ან შვილების საჭიროებისთვის, ან აიფონის ყიდვა/განახლება რომ გინდათ, არც ამ დროს გექმნებათ უხერხულობა ?

შენ რომ ავტობუსში ან მეტროში ჩადიხარ, ან ფეხით ხარ, რადგან გზის ფულიც არ გაქვს, ამ დროს დაბურულმინიანი ჯიპების დანახვაზე პროტესტი არ გიჩნდება ?

მაღაზიაში ,,ნისიად" რომ იღებ პურს და სიგარეტს, სამაგიეროდ, ლიფტთან გაქსუებული ჩინოვნიკი მეზობელი რომელიმე სუპერმარკეტის ქსელის ცელოფნებით ხელდამძიმებული რომ დგას, ოდნავ მაინც არ ფიქრობ, რომ შენს ოჯახსაც სურს სახლში ასე ხელდამშვენებული ადიოდე ?

პენსიონერის პენსიით ნაყიდ იაფფასიან საკვებს რომ ღეჭავ და შვილებს მომავალში პირდები ტკბილეულის ყიდვას, ამ დროს ძვირადღირებულ რესტორნებში და კაფე-ბარებში რომ კეკლუცობს შენი არჩეული დეპუტატები ან მთავრობის წევრები, არ ფიქრობ, რომ მაგრად გეშლება ? მერე ნერვების დამამშვიდებელ წამლებს აფთიაქში რომ ყიდულობ ჯიბეში ჩარჩენილი ხურდებით და ამ დაბურულმინიანი ჯიპიდან გადმოსული მძღოლი პრეზერვატივს რომ ყიდულობს უკანანა სავარძელზე მოკალათებული გაბღენძილი მაღალჩინოსნის ვნებების დასაცხრობად, არც მაშინ ფიქრობ, რომ მხოლოდ ფეხზე არ კიდიხარ ამ საქონელს ? ის მაინც თუ იცი, რომ ამ მძღოლსაც შენ უხდი ხელფასს პრეზერვატივის საყიდლად რომ გადმოაგზავნა ამ მართლა ,,განდონმა''...

ფურთხის ღირსი ხარო რომ თქვა იმ მამაცხონებულმა, ალბათ ჩვენისთანა გათითოკაცებულ, გაღარიბებულ, უფლება აყრილ და თავმოყვარეობა მივიწყებულ ... აღარ გავაგრძელებ... თავმოყვარე ხალხს გელოდებით ღირსების დასაცავად, თორემ მონას მონობა სტაბილურობა და მშვიდობა ჰგონია, აზრი არ აქვს მასთან კამათს...

მოკლედ და კონკრეტულად, თუკი ამ საჯარო წერილის შემდეგ გადაწყვიტავ შეიცვალო და შეცვალო, კი იცი რაც უნდა გააკეთო და თუ ფიქრობ, რომ გჭირდება რჩევა, მოიწერე და მე გეტყვი რა გვაქვს ყველას ერთად ,,შესასრულებელი'' ... დრო არ ითმენს, ის შენს საწინააღმდეგოდაა მომართული"-წერს ირაკლი ღლონტი

'.$TEXT['print'].'