დაბა ნასაკირალში, საჯარო სკოლის მშენებლობაზე, ტენდერი გამოცხადდა
ავტორი: გურიის მოამბე
დაბა ნასაკირალში, საჯარო სკოლის მშენებლობაზე, ტენდერი გამოცხადდა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT190009099, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაბა ნასაკირალის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით 600 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 7,802,720 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 10.06.2019 წ. 14:00 საათზე.

'.$TEXT['print'].'