ოზურგეთში წყალს ისევ "გულყრები" დაეწყო
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში წყალს ისევ "გულყრები" დაეწყო

უკვე მერამდენე დღეა და მანამდე კიდე მერამდენე წელი, ოზურგეთში რომ წყალი, უფრო სწორად უწყლობა მთავარ და მოუგვარებელ პრობლემად იქცა. 

რამდენი მილიონიც არ უნდა დაიხარჯოს და რამდენჯერაც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ "ეს ბოლო ეტაპია სარეაბილიტაციო სამუშაოების და ოზურგეთი უგრაფიკოდ და უწყვეტად მიიღებს წყალს"-ყოველწლიურად ისევ მილებს ცვლიან, ისევ სისტემას აწესრიგებენ და ისევ არავის ადარდებს აბონენტებს ის  მაინც აუხსნან, რამდენი საათით, ან დღით რჩებიან უწყლოდ ნებისმიერი სამუშაოების  დაწყების შემთხვევაში. 

გასულ წელს, წყალმომარაგების კომპანიაში თითქმის მუდმივად უცვლელი პასუხი გვქონდა-"სათავეს შუქი არ მიეწოდება და ამიტომაც არ არის წყალი. ეს ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება". მერე  ვამოწმებდით "ენერგო პრო"-ში, სადაც რა თქმა უნდა საპირისპიროს გვიმტკიცებდნენ და ასე, ხან აბსურდულ, ხან გეგმიურ, ხანაც დაუგეგმავი სამუშაოების გამო სასმელი წყლის პრობლემა, ოზურგეთის ერთ-ერთ სუს წერტილად იქცა. 

დაგვპირდნენ კიდეც წყალმომარაგების კომპანიის პრესცენტრიდან, რომ აბონენტები სმს შეტყობინებებს მიიღებდნენ წყლის მიწოდებაზე მოსალოდნელ შეფერხებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ დაპირებამაც უკვე მეორე წელია ისევე დალია "ჩაილურის წყალი", როგორც იმ ათ მილიონზე მეტმა ლარმა, რაც წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გაიხარჯა. 

და ალბათ სწეორედ ამიტომაც უკვე წლებია ზამთარ-ზაფხულ, სხვადასხვა ხელმძღვანელების პირობებში ვისმენთ პასუხებს: "ცივა და წყალი გაიყინა", "ცხელა და წყლები შრება", არადა, მეორე წელია არც ზამთარი დაგვდგომია წესიერად და არც ზაფხულის ხვატი დაწყებულა ჯერ. მით უფრო ისეთი, რომ მაგალითად გუშინდელის მიხედვით, დღეში სამჯერ "გაპარულიყო" წყალი. 

ამასობაში სხვადასხვა უბნებში მცხოვრებ გაბრაზებულ მოსახლეობას, რომელიც მათდამი  ასეთ უპასუხისმგებლო მიდგომას და რამდენიმე დღის განმავლობაში უწყლოდ დარჩენას  აპროტესტებს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთის ოფისში პასუხობენ, რომ ქალაქის რამდენიმე ადგილზე  წყლის მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

თუმცა, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სწორედ ამ "სარეაბილიტაციო სამუშაოების" გაჭიანურებას აპროტესტებს.

მოსახლეობაში აცხადებენ, რომ უწყლობის გამო სიტუაცია, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ გაუსაძლისია.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ქალაქ ოზურგეთის ზვანის უბანში. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კი წყლის მიწოდება რამდენიმე წუთის წინ აღდგა.

"ამდენი დღე უწყლოდ სრული კოშმარია, და ბოლო წლებია არც მახსენდება მსგავსი რამ. ისე, აქ მარტო უწყლობას კი არ აპროტესტებენ, არამედ იმასაც, ლამის ერთი თვეა გოგებაშვილ-ბარათაშვილის გზაჯვარედინზე თავღია, უზარმაზარი , წყლით სავსე ორმოა როა ამოთხრილი.ლენტითაცკი არ იყო მონიშნული ბოლო დღეებამდე. საინტერესოა, ვის დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა, ამ ადგილას რაიმე უბედური შემთხვევა რომ მომხდარიყო.. ბოლობოლო უბანში უამრავი ბავშვია, აღარაფერს ვიტყვი მანქანების ან პირუტყვის ჩავარდნის საფრთხეზე"-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

'.$TEXT['print'].'