სანდრა რულოვსი: „ოცნება“ წავიდა დაღმართზე"
ავტორი: გურიის მოამბე
სანდრა რულოვსი: „ოცნება“ წავიდა დაღმართზე"

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი, რომელიც უკვე თვეებია კარდაკარ დადის და ამომრჩევლების პრობლემებს ადგილზე ეცნობა, სამეგრელოში არსებულ უმძიმეს სოციალურ პირობებზე საუბრობს.

„ახლა მართლა გადარჩენის ამბავია. ჩემში ხედავენ ბოლო იმედს. ეს ქალი თუ გაიმარჯვებს აქ იქნება უკეთესი სიტუაცია. ჩემი გამარჯვება აქ ეს ნიშნავს, რომ „ოცნება“ წავიდა დაღმართზე. ეს არის ზუსტად რომ ხალხი იბრუნებს ხელისუფლებას. ეს არის კარგი ამბავი,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება მის დისკრედიტაციას ცდილობს და ამაში სწორედ იმ სფეროს იყენებენ, სადაც მისი რეპუტაცია საკმაოდ მაღალი იყო.

სანდრა რულოვსი ამბობს, რომ აღნიშნული შავი PR კამპანია მოსკოვში დაიგეგმა.

„სასაცილოდ არ გვეყოფა ასეთი რაღაცები. ეს ორგანოებით ვაჭრობა, გუშინ იმ დეპუტატს, ელგუჯა ძამიაშვილმა, რომ მითხრა, რომ ცილისწამებაში გიჩივლებ. რა ცილისწამება უნდა ჩამეყლაპა, ორგანოებით ვაჭრობა - ეს არის სუფთა КГБ მეთოდები. რაშიც ხარ ჩართული და რისთვისაც ხარ ცნობილი და გაქვს რეპუტაცია, ხალხზე ზრუნვა, ჯანდაცვა, უცხოელი კონტაქტები, ზუსტად იმ წერტილში გირტყამენ,“.

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ის გამარჯვების შემდეგ იზრუნებს იმაზე, რომ ლაზიკას პროექტი განხორციელდეს და ხალხი დასაქმდეს.

'.$TEXT['print'].'