"გამსახურდიას იდეების გამტარებელი მიხეილ სააკაშვილზე მეტი ვინ გინახავთ?
ავტორი: გურიის მოამბე
"გამსახურდიას იდეების გამტარებელი მიხეილ სააკაშვილზე მეტი ვინ გინახავთ?

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს Facebook Live-ს მეშვეობით გამოეხმაურა.

“მინდა გამოვხმაურო ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს. ზუგდიდი ჩემი სამშობლოა. მე დავიბადე სოხუმში და გავიზარდე იქ, მაგრამ ზუგდიდი და სამეგრელო არის ჩემი სამშობლო. მიუხედავად იმისა რომ მე დედულეთში, რაჭაში უფრო დიდი დრო მაქვს გატარებული. აქ ვგრძნობ რომ ჩემიანებში ვარ. სადაც ყველაზე ღონიერად ვდგამ ფეხს არის ზუგდიდი და არის სამეგრელო. დიდი ბოდიში ყველასთან მაგრამ ეს ასეა. ახლა რაც ხდება სამეგრელოში არის დიდი სიცხვილი და დანაშაული ხელისუფლების მხრიდან….

ზვიადისტებთან დაკავშირებით რომ არის აქ ლაპარაკი და რომ ამბობენ, პირველი ხელისუფლებას ვიცავთ თუ რაღაც… ჯერ ერთი ვისგან იცავთ, ზვიად გამსახურდიას იდეების გამტარებელი მიხეილ სააკაშვილზე მეტი ვინ გინახავთ. ვინ მოუტანა რეალური დამოუკიდებლობა ქვეყანას, ვინ დაუპირისპირდა რეალურად რუსეთს, ვინ შეასრულა ის რაზეც ოცნებობდა ზვიად გამსახურდია, ნატო-ზე ლაპარაკი ვინ დაიწყო ლაპარაკი პირველად… უკაცრავად? ვისი ხელისუფლების დროს მოხდა ეგ ამბავი…

რომ დავცინოდით ზვიად გამსახურდიას, ირაკლი წერეთელს რომელიც ნატო-ზე ლაპარაკობდა… ვის დროს დაიწყო მართლა რეალურად ლაპარაკი…

იფიქრეთ იმაზე ვინ რა თქვა კი არა, ვინ როგორ გააგრძელა ზვიად გამსახურდიას გზა და მისი ოცნება ვინ მიიყვანა განხორციელებამდე და ვინ შეუშალა მერე ამას ხელი… და ვინ გადაუხვია ამ გზაიდან.. ვინ არის ეს ადამიანი? ბიძინა ივანიშვილი! დედამ****ლი სვავი”, – განაცხადა გვარამია.

'.$TEXT['print'].'