"ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ივანიშვილი, თუ საქართველო"- ნათელაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
"ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ივანიშვილი, თუ საქართველო"- ნათელაშვილი

“ყოფნა არ ყოფნის ჟამი უდგას საქართველოს. დღეს უნდა ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ივანიშვილი, თუ საქართველო. “,-ამის შესახებ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

შალვა ნათელაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებაზე ინფორმაციას მიაწვდის.

“ყოფნა არ ყოფნის ჟამი უდგას საქართველოს. დღეს უნდა ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ივანიშვილი, თუ საქართველო. ასევე უნდა გადაწყვიტოს მსოფლიომ და ჩვენმა მოკავშირეებმა, ივანიშვილის ოლიგარქიული, ძირგამომპალი, კორუმპირებული რეჟიმი, თუ საქართველოსთან მეგობრობა და მასთან ერთად განვითარება და მომავალში სიარული. ამ თემებზე იწყება კონგრესმენებთან, სენატორებთან ფართო დისკუსიები.”,-განაცხადა ნათელაშვილმა.

'.$TEXT['print'].'