"ეს არის პანიკაში ჩავარდნილი ხელისუფლების მოქმედება"- ნინო გოგუაძე
ავტორი: გურიის მოამბე
"ეს არის პანიკაში ჩავარდნილი ხელისუფლების მოქმედება"- ნინო გოგუაძე

"თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური მდივანი ნონო გოგუაძე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

გოგუაძის თქმი, ხელისუფლება ყველა მეთოდს მიმართავს ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

„ხელისუფლებამ რომელმაც ვერ შეასრულა ვერც ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელსაც არ გააჩნია არანაირი გეგმა თუ როგორ უნდა გამოიყვანოს ხალხი სიღარიბიდან ყველაფერს აკეთებს ხელისუფლების, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. იგი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა უკანონო ბერკეტს. ადამიანების ცემა-ტყეპას, მოსყიდვას და არჩევნების გაყალბებისთვის მზადებას. ეს არის პანიკაში ჩავარდნილი ხელისუფლების მოქმედება, რომელსაც არაფრად არ უღირს ქვეყნის სტაბილურობა" - აღნიშნა გოგუაძემ.

'.$TEXT['print'].'