"ისინი ზეიმობენ ტერორს... ჩვენი ტალღა გადაუვლის ივანიშვილს"– რულოვსი
ავტორი: გურიის მოამბე
"ისინი ზეიმობენ ტერორს... ჩვენი ტალღა გადაუვლის ივანიშვილს"– რულოვსი
„ჩვენ არ ვაღიარებთ მათ გამარჯვებას, მით უმეტეს მათ არჩევნებს. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ძალიან მარტივად სუს-ის და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია, ზუგდიდში ჩატარებული მაღალ დონეზე, ეს არნახული უპრეცენდენტო სადიზმის შეშინება და ზეწოლა" - ამის შესახებ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა საარჩევნო შტაბში განაცხადა. 
 
"ისინი რომ ზეიმობენ, ზეიმობენ, რომ ხალხი დამარცხდა, რომ ისევ ისინი გააგრძელებენ ტერორს, ჯიბეების გასქელებას და ყველაფერს, რაც მიუღებელია ჩემთვის და ჩემი გუნდის წევრებისთვის. როგორც ჩანს, მათი ციფრებით, თითქმის, ნახევარმა დაგვიჭირა მხარი და ეს დიდი ჯარია. ჩვენ ამ ძალას აუცილებლად გამოვიყენებთ, ზუგდიდიდან იწყება საქართველოს გამარჯვება. გავაგებინოთ მთელ საქართველოს, რომ ივანიშვილი მმართველობა არის ბანდიტური, კორუფციული და არაადამიანური. ეს მიგვიყვანს უფსკრულში, ეს არის ქვეყნის ნგრევა, ანტისახელმწიფოებრივი ქცევა და აღმოვჩნდებით რუსეთის ხელში, ჩვენ სხვანაირი საქართველო გვინდა, ამიტომ ჩვენიო ბრძოლა გრძელდება. ივანიშვილის წინააღმდეგ მივდივართ ყველა. ყველა თანხმდება, რომ ეს კაცი უნდა მოშორდეს თავისი კლანით. ჩვენ გვაქვს საქმე საქართველოს მტერთან. ვინც შემიერთდება ამ ბრძოლაში, ძალიან გამიხარდება, ამ ტალღაში რომელიც გადაუვლის ივანიშვილის რეჟიმს," - განაცხადა რულოვსმა. 
'.$TEXT['print'].'