"მზად ვარ, დავით გარეჯის საკითხზე ვიყო ჩვეულებრივი შუამავალი "- სააკაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
"მზად ვარ, დავით გარეჯის საკითხზე ვიყო ჩვეულებრივი შუამავალი "- სააკაშვილი

ამ მთავრობის პირობებშიც კი მზად ვარ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების პროცესში ჩავერთო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ ლაივის“ დროს განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უნდა მოხდეს ფუნდამენტური მოლაპარაკებები და ორივე მხარემ გაითვალისწინოს ერთმანეთის ინტერესები.

„დავით გარეჯის საკითხიც და ყველა სხვა საკითხიც ძალიან სწრაფად მოგვარდება ნორმალური ხელისუფლების პირობებში. ახლა ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფი მოლაპარაკებები. მე მზად ვარ ჩავერთო ამ მოლაპარაკებებში, ამ მთავრობის პირობებშიც მზად ვარ. რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი კავშირები აზერბაიჯანში. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ჩვეულებრივი „შნირების“ მთავრობაა, მზად ვარ, დავით გარეჯის საკითხზე ვიყო ჩვეულებრივი შუამავალი, მონაწილე და გადავწყვიტო ეს საკითხი ჩემი თანამდებობის არქონის პირობებშიც კი. ესენი არაფრის გადამწყვეტნი არ არიან. აქ უნდა მოხდეს ფუნდამენტური მოლაპარაკეები, ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს ერთმანეთის ინტერესები, რადგან საბოლოო ჯამში, ეს არის ხალხებს შორის ურთიერთობა, რომელიც არ უნდა დაზარალდეს. ივანიშვილები მოდიან და აუცილებლად წავლენ, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი რჩება. ესენი არიან ძმური ერები და ეს არაერთხელ დაამტკიცეს უახლეს ისტორიაში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

„ფეისბუქ ლაივის“ დროს სააკაშვილმა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უჩა მამაცაშვილი და ივანიშვილი აზერბაიჯანლებს ყველაფერზე სთხოვენ ე.წ. ატკატს.

„საქართველოს ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც ცდილობს ფეხები შეიწმინდოს საკუთარ ხალხზე და ხშირ შემთხვევაში ამას ახერხებს. როდესაც გყავს მთავრობა, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ ხალხს, როგორ შეიძლება მოსთხოვო სხვას პატივი გცენ შენ? ეს ერთი. მეორე - ძალიან სპეციფიური ქვეყანაა ჩვენი მეზობელი. როდესაც მე ვიყავი საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ გვქონდა აზერბაიჯანთან ძმური, ახლო ურთიერთთანამშრომლობა. იცით რატომ? - არასდროს არაფერს ვთხოვდით საკუთარი ჯიბისთვის და ყველაფერს ვითხოვდით ჩვენი ხალხისთვის. ივანიშვილს ისინი პატივს არ სცემენ, საქართველოს მთავრობას ისინი არაფრად აგდებენ, რადგან ივანიშვილი არაფრად აგდებს თვითონ საქართველოს ინსტიტუტებს. სრულიად უკანონოდ დაასახელა პრეზიდენტად ადამიანი, რომელიც არავინ არ არის, ყველამ იცით რას წარმოადგენს „მადამ გაუგებრობა“. საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც მილიონდოლარიანი მოგებიდან „საქართველოს რკინიგზა“ 300 მილიონ ზარალამდე მიიყვანა და ეს აზერბაიჯანელებმა ძალიან კარგად იციან, რადგან აქვთ ურთიერთობა რკინიგზასთან და ისინი იხდიან ფულს. რაც მთავარია, უჩა მამაცაშვილი და ივანიშვილი თვითონ ყველაფერზე სთხოვენ ფულს აზერბაიჯანლებს, ყველაფერზე სთხოვენ ე.წ. ატკატს, მე ეს ჭორების დონეზე კი არ ვიცი, ეს ვიცი ზუსტად და კარგად ინფორმირებული ჩართული წყაროებიდან. როდესაც შენს მეზობელს ფულს სთხოვ ჯიბეში, მერე არ უნდა გაგიკვირდეს, ის მეზობელი აკეთებს ყველაფერ იმას, რაც მოეხასიათება და არაფრად აგდებს შენს ინტერესებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

'.$TEXT['print'].'