კორუფციულ გარიგებას უნიკალური კურორტი ეწირება!-არმაზ ახვლედიანი ბახმაროს მიწების 1 ლარად გაყიდვაზე
ავტორი: გურიის მოამბე
კორუფციულ გარიგებას უნიკალური კურორტი ეწირება!-არმაზ ახვლედიანი ბახმაროს მიწების 1 ლარად გაყიდვაზე

"ქვეყნისა და ხალხის სასიცოცხლო ინტერესებით მოვაჭრე მთავრობამ ბახმარო 1 ლარად მიყიდა კომპანია ,,ორბს”! 
კორუფციულ გარიგებას უნიკალური კურორტი ეწირება! ეს ხელისუფლება მომავალ წელს უნდა დასრულდეს,რომ მასთან ერთად დაესვას წერტილი საქართველოს მტრობისა და გაუგონარი მზაკვრობის პოლიტიკას"!-ასე ეხმაურება არმაზ ახვლედიანი კურორტ ბახმაროში რამდენიმე ჰა მიწის ნაკვეთის "ორბისთვის" გადაცემას.

ცნობისთის: საქართველოს მთავრობამ შპს „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ კურორტ ბახმაროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 43,269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიჰყიდა. 

უძრავი ქონება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარეობს. 

საპრივატიზებო პირობების თანახმად, ინვესტორმა 5 წლის ვადაში პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა ააშენოს, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებდეს) სასტუმროს ან სასტუმროებს არანაკლებ 120 ნომრით, ასევე, კომერციული დანიშნულების ფართებს, კვების ობიექტებს, სპორტულ მოედანს/მოედნებს და ა.შ. 

განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს, აღნიშნულია, რომ „ორბი ჯგუფმა“ პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, 5 წლის ვადაში 50 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახოციელოს

ამასთან, როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, ინვესტორს ეძლევა უფლება, განახორციელოს სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც შესაძლოა, ადგილზე არსებული უძრავი ქონების დემონტაჟსაც მოიცავდეს. 

'.$TEXT['print'].'