სააკაშვილი სულ უფრო კარგავს აქტუალობას - კობახიძე
ავტორი: გურიის მოამბე
სააკაშვილი სულ უფრო კარგავს აქტუალობას - კობახიძე

“განსაკუთრებულ მნიშვნელობას მე ამ ყველაფერს არ მივანიჭებდი” -ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას ირაკლი კობახიძე და ამბობს, რომ სააკაშვილს საქართველოში აქტუალობა დაკარგული აქვს.

“სულ უფრო კარგავს აქტუალობას საქართველოში, ამის დასტური იყო შუალედური არჩევნები, რომელიც გაიმართა ცოტა ხნის წინ საქართველოში, აქედან გამომდინარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას მე ამ ყველაფერს არ მივანიჭებდი,”-აცხადებს ირაკლი კობახიძე.

'.$TEXT['print'].'