უარი ქართველებს ევროპაში ყველა სახის თავშესაფარზე!
ავტორი: გურიის მოამბე
უარი ქართველებს ევროპაში ყველა სახის თავშესაფარზე!

“უვიზო რეჟიმით ევროპაში წასული და თავშესაფრის მოთხოვნით ჩაბარებული ქართველების დეპორტაციები გახშირებულია. ამის ნათელი მაგალითი კი ჯერ მხოლოდ მაისში დეპორტირებული ქართველების რიცხვია, როდესაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან 100-მდე ქართველის დეპორტაცია განხორციელდა. ევროპული სახელმწიფოებიდან სპეცრეისების დამატება, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს და თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ევროპიდან გამოდეპორტირებული ქართველებით სავსე თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში თვეში ორჯერ ან სამჯერ ეშვება. ქართველები ბოლო თვეების განმავლობაში გერმანიიდან, ირლანდიიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან გამოაძევეს. ქართველებს ყველა სახის თავშესაფარზე უარი უკვე დაჩქარებული წესით ეძლევათ. გადაწყვეტილების მთავარი მოტივი კი, საქართველოს ხელისუფლების მოთხოვით, ევროპისგან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო სახელმწიფოებოდ აღიარებაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი”

'.$TEXT['print'].'