ოზურგეთში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მოასფალტება სრულდება
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მოასფალტება სრულდება

ოზურგეთში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მოასფალტება სრულდება.

სამუშაოები ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ მშენებელი კომპანიის "გზამშენი 18"-ის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

მშენებლობის ხარისხის მონიტორინგს კომპანია "რეალექსპერტი" ახორციელებს.

გზის სიგრძე 300 მეტრია.

სამუშაოების ღირებულება 107 940 ლარს შეადგენს. 

'.$TEXT['print'].'