"ივანიშვილი სააკაშვილის დაბრუნებით გვაშინებს "- ბურჯანაძე
ავტორი: გურიის მოამბე
"ივანიშვილი სააკაშვილის დაბრუნებით გვაშინებს "- ბურჯანაძე

“სააკაშვილი ვეღარასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში. მას ამის რესურსი არა აქვს. ჩვენს მას არ მივცემთ ამის საშუალებას”,-ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პოლიტიკური პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დიახ, ივანიშვილი გვაშინებს სააკაშვილის დაბრუნებით. მან შეგნებულად არ აღადგინა სამართლიანობა, შეგნებულად არ დასაჯა სააკაშვილი და გადაარჩინა „ნაციონალური მოძრაობა“, რათა ოპოზიციად ჰყოლოდა დისკრედიტირებული სააკაშვილი, ბოკერია და არა ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები, მაგალითად, ჩვენი პარტიის სახით.

ბევრს არ გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს, მაგრამ მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას აღარ აყვნენ ივანიშვილ-სააკაშვილის ამ თამაშს. ისინი ასულდგმულებენ ერთმანეთს. დავამთავროთ ეს თამაში, სააკაშვილი ვეღარასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში. მას ამის რესურსი არა აქვს. ჩვენს მას არ მივცემთ ამის საშუალებას“,-განაცხადა ბურჯანაძემ

'.$TEXT['print'].'