"მამუკა ბახტაძეს ტელეფონის ნომრები გავუცვალე”- ზელენსკი საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადება
ავტორი: გურიის მოამბე
"მამუკა ბახტაძეს ტელეფონის ნომრები გავუცვალე”- ზელენსკი საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადება

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, აპირებს თუ არა უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს, ზელენსკიმ განაცხადა: „რატომაც არა. საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა. ერთხელ ნამყოფი ვარ საქართველოში".

მან ასევე აღნიშნა, რომ მამუკა ბახტაძესთან მისი საუბარი საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს შეეხო.

“მამუკა ბახტაძე ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენ ტელეფონის ნომრები გავცვალეთ”, - აცხადებს ზელენსკი.

საქართველოს მთავრობის მეთაური მამუკა ბახტაძე და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ბრიუსელში იმყოფებიან.

'.$TEXT['print'].'