"ივანიშვილს აქვს აკვიატება, რომ ინკუბატორი გააკეთოს პოლიტიკოსების და ვნახოთ, ვის გამოჩეკავს"
ავტორი: გურიის მოამბე
"ივანიშვილს აქვს აკვიატება, რომ ინკუბატორი გააკეთოს პოლიტიკოსების და ვნახოთ, ვის გამოჩეკავს"

ახალდაფუძნებული ”გამარჯვებული საქართველო-ს" საინიციატივო ჯგუფის წევრი გუბაზ სანიკიძემ მოძრაობის ყრილობაზე იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც ახალდაფუძნებულ პარტიას აქვს. მისი თქმით, "ქართული ოცნება" არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველას უპირისპირდება.

"ნეტარ არიან მორწმუნენი, ოღონდ ბრჭყალებში. „ქართულ ოცნებას“, ხედავთ ხომ სრული ეროზირება არის, ძველები გუშინ გააძევეს და ახალი ბარტყების გამოჩეკვას აპირებს. ბიძინა ივანიშვილს აქვს აკვიატება, რომ ინკუბატორი გააკეთოს პოლიტიკოსების და ვნახოთ, ვის გამოჩეკავს. „ქართული ოცნება“ არ არსებობს, პრობლემა ქვეყანაში არის ერთი კაცის და აქ ყველა კი არ უპირისპირდება მას, ის დაუპირისპირდა ყველას. ამიტომ ფორმულა ყველა ერთის წინააღმდეგ კი არ არის, ერთია ყველას წინააღმდეგ, მუშაობს.“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

'.$TEXT['print'].'