ჩემთვისაც გაუგებარია რატომ დავწერე განცხადება-ფაცურიამ არ იცის რატომ წავიდა თანმდებობიდან
ავტორი: გურიის მოამბე
ჩემთვისაც გაუგებარია რატომ დავწერე განცხადება-ფაცურიამ არ იცის რატომ წავიდა თანმდებობიდან

"ჩემთვისაც გაუგებარია მიზეზები, რატომ დავტოვე თანმდებობა. ამის ობიექტური მიზეზი არ არსებობს და ამ ეტაპზე სხვა თემაზე საუბარი არ მინდა"-აღნიშნა "გურიის მოამბესთან" ლანჩხუთის მერის უკვე ყოფილმა მოადგილემ,  გიორგი ფაცურიამ, რომელსაც რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

_ბატონო გიორგი, განცხადება თქვენი სურვილით დაწერეთ?

- მე დავწერე განცხადება დიახ. 

-სხვა სამსახურში გადადიხართ?

- არა, ამ ეტაპზე სახლში ვარ.

- როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი თქვენ მოგთხოვეს დაგეწერათ განცხადება წასვლასთან დაკავშირებით და ეს შიდა პარტიულ დაპირისპირებას უკავშირდება...

_ მე ვერაფერზე ვერ ვისაუბრებ ამ ეტაპზე. მე თვითონ დავწერე განცხადება და წამოვედი. ლანჩხუთის მერთან მე მაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა და როგორ წარმოგიდგენიათ, რა დაპირისპირება უნდა მქონოდა? 

-არა, ბატონ ალექსანდრეზე არ არის საუბარი, ეს "ზემოდან" მიღებული გადაწყვეტილებაა, როგორც ჩვენ გვითხრეს.

-არ მინდა ამაზე საუბარი. ჩემთვის გაუგებარია რატომ დავწერე განცხადება, ამის ობიექტური მიზეზები არ არსებობს. 

- გვიდასტურებთ იმას, რომ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო? 

_ არაფერს არ გიდასტურებთ,. ამ ეტაპზე არ მინდა საუბარი.  

როგორც "გურიის მოამბისთვის" დღეს დილით გახდა ცნობილი, ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. 

მერიიდან ჩვენთან ფაცურიას წასვლის მიზეზად შიდა დაპირისპირებას ასახელებენ, მერის პრესცენტრში კი გვეუბნებიან, რომ მან პოსტი საკუთარი  განცხადების საფუძველზე დატოვა. 

 

 

'.$TEXT['print'].'