"არ გაგივათ ეს, ამოვიდა ყელში..." - ბაია დვალიშვილის ემოციური მიმართვა
ავტორი: გურიის მოამბე
"არ გაგივათ ეს, ამოვიდა ყელში..." - ბაია დვალიშვილის ემოციური მიმართვა

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ბაია დვალიშილმა გუშინ, სხვა შუადღის ეთერით მთავრობას მიმართა.
ის აცხადებს, რომ აქციაზე ტყვიებს ესროდნენ ადამიანებს, რიმლებიც სამშობლოსთვის გულანთებულები იდგნენ. 

"გავრილოვს ჯერ ხომ აჭამეს, ასვეს და უმღერეს. მერე ბოდიში მოუხადეს მასაც და ჩვენც. ჩვენ არ ვიღებთ ბოდიშს. აქციაზე ბევრი ხალხი იდგა და კიდევ უფრო ბევრი მოვა. ნუ აყენებთ შეურაცხყოფას ახალგაზრდებს, რომლების თქვენ უგუნურ და უსახურ სახეებს საერთოდ არ იცნობენ. სხვა პლანეტაზე არიან , მაგრამ როცა საქმე ეხეპა რუს ოკუპანტს იქ არიან. თქვე ესროდით ადამიანებს არა პარტიული მიკერძოებით, არამედ ადამიანებს, რომლებიც იქ გულანთებულად იდგნენ და აღარ უნდათ რუსული. დემეტრემ თვალი დაკარგა. ის არის აფხაზეთიდან დევნილი და მას აფხაზეთში დაბრუნება უნდოდა. ნუ აიგივებთ ადამიანებს, ეს არის შეურაცხყოფა ადამიანებს. პარტიების გამო არავინ არ გავდივართ. მე დავინახე რუსის კაცი, რომელიც იჯდა პარლამენტში. ამოვიდა ყელში. მადლობა ახალგაზრდებო, იმიტომ, რომ გუშინ ძალიან ბევრნი იდექით იქ" - განაცხადა ბაია დვალიშილმა.


 

'.$TEXT['print'].'