რუსთაველის გამზირზე „თავისუფლების მარში“ მიმდინარეობს
ავტორი: გურიის მოამბე
რუსთაველის გამზირზე „თავისუფლების მარში“ მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები თავისუფლებისმოედნისკენ მიემართებიან.

"წადი", - “თავისუფლების მარში“ ამ მოწოდებით იმართება. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "არა ძალადობას", "არა 91 დამჭერ დეპუტატს", "რუსეთი ოკუპანტია".

მსვლელობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და მათი მხარდამჭერებიც მონაწილეობენ.

"თავისუფლების მარშს" აქციის ორგანიზატორებთან ერთად ბანერით პოლიტიკოსებიც მიუძღვებიან.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას საზოგადოების ნაწილი უკვე 10 დღეა ითხოვს.

'.$TEXT['print'].'