ივანიშვილის გარემოცვისთვის, ანიტას სიმღერა მართლა "ყროყინია"- ბუჭულაძე რაჭველიშვილს გამოექომაგა
ავტორი: გურიის მოამბე
ივანიშვილის გარემოცვისთვის, ანიტას სიმღერა მართლა "ყროყინია"- ბუჭულაძე რაჭველიშვილს გამოექომაგა

ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე, მსოფლიო საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მიმიართ სოციალური ქსელით გამოთქმულ შეურაცხყოფას ეხმიანება.

"საპროტესტო აქციაზე ანიტა რაჭველიშვილის სიტყვით გამოსვლამ და სიმღერამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მთავრობაში და იმავე წუთში ჩართეს მათი 7 წლის განმავლობაში ერთადერთი წარმატებული იარაღი - ტროლები, რომლებმაც ჩვეული მონდომებით და უხვი შეურაცყოფით შეამკეს ანიტა. აქ ახალი არაფერი არ არის, რადგან ამას ჩვენი მთავრობიდან შეჩვეულები ვართ, მაგრამ მინდა ერთ კომენტარზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც გადავამოწმე და ტროლი არ არის. ერთმა ქალბატონმა მიწერა ანიტას: "ანიტა, ერთი ყროყინი შეგიძლია და რამდენს ბედავ." უცებ გამახსენდა ბიძინა ივანიშვილი, მისი გარემოცვა და დავინახე ის სამწუხარო რეალობა, რომ ანიტას სიმღერა მათვის მართლა ყროყინის ტოლფასია. ჩემო საყვარელო ანიტა,ღმერთს ვთხოვ, რომ მრავალი წელი ასე "გაყროყინოს" ჩვენი ქვეყნის საბედნიეროდ. გკოცნი" - წერს პაატა ბურჭულაძე.

ანიტა რაჭველიშვილი გუშინ თბილისში გამართულ საპროტესტო მსველობას "თავისუფლების მარშს" შეურთად და პარალამენტთან 20 ივნისს საქართველოში მომხდარი ფაქტი დაგმო და გიორგი გახარიას მიმართა.

'.$TEXT['print'].'