„გახარიას ძლევამოსილობის საიდუმლო მისი მონობა და დაბეზღებაა“ - დავით ჭიჭინაძე
ავტორი: გურიის მოამბე
„გახარიას ძლევამოსილობის საიდუმლო მისი მონობა და დაბეზღებაა“ - დავით ჭიჭინაძე

მოძრაობის „სახალხო ტრიბუნა“ ლიდერი, ისნის მაჟორიტარი დავით ჭიჭინაძე იმ ადამიანების დასახელებას აანონსებს, რომლებმაც „გავრილოვის ღამე“ დაგეგმეს.

„ვაპირებ, ნიღაბი ჩამოვხსნა იმ საკმაოდ სერიოზულ, გავლენიან თანამდებობის პირებს, რომლებიც დღეს არ ჩანან, მაგრამ 20-21 ივნისის მოვლენები დაგეგმეს

და რადგან მათ დანაშაული ჩაიდინეს, მათი პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს. ასეთები კი, ორივე მხარეს იკვეთებიან.

მელიას საშუალებით “ქართული ოცნების“ ბოლომდე დისკრედიტირება მოხდა,

ანუ, შეიძლება ბახტაძეს და კობახიძეს ფეხი მართლაც „დაუცდათ“, მაგრამ გარწმუნებთ, კონკრეტულმა ადამიანებმა ყველაფერი ეს წინასწარ „მოხარშეს“, გაამზადეს, დაგეგმეს, სისრულეში მოიყვანეს და ამ ეტაპზეც მშვიდად იკავებენ კომფორტულ სავარძლებს,“ - აცხადებს ჭიჭინაძე.

ამასთან, ჭიჭინაძე 20-21 ივნისის მოვლენებში გახარიას როლზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ძლევამოსილება მითია.

„რაც შეეხება გახარიას, მისი ე.წ. ძლევამოსილობა მითია. საიდუმლო კი მისი მონობა, დაბეზღებაა და მეტი არაფერი, თან ეტყობა ბევრ რამეშია გასვრილი.

ერთი წელი იყო ეკონომიკის მინისტრი, მანამდე ბიზნეს-ომბუდსმენი, ისმენდა ხალხის პრობლემებს და ერთი ინიციატივაც არ ჰქონია.

ასე რომ, რაც უფრო დიდხანს დაიტოვებს გახარიას „ოცნება“, მით უფრო დისკრედიტირებული იქნება, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალები“ არ აძლევენ მისი გაშვების საშუალებას.

20 ინისს, გახარია და ბახტაძე ერთად ისხდნენ პარლამენტში, ჯერ ბახტაძის განცხადებამდე და შემდეგ - დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე.
ეს ჩემი თვალით ვნახე. ასე რომ, ტყულია, თითქოს ვინმემ რამე არ იცის," - აცხადებს ჭიჭინაძე.

'.$TEXT['print'].'