"ალბათ, მალე გვეტყვიან, როგორ თხრიდა სააკაშვილი გვირაბს და სადაცაა რომელიმე შადრევანში ამოყვინთავს"
ავტორი: გურიის მოამბე
"ალბათ, მალე გვეტყვიან, როგორ თხრიდა სააკაშვილი გვირაბს და სადაცაა რომელიმე შადრევანში ამოყვინთავს"

ალბათ, რაღაც ჩანაწერებს მოგვასმენინებენ ცოტა ხანში, როგორ თხრიდა მიშა სააკაშვილი გვირაბს და სადაცაა ავლაბარში, რომელიმე შადრევანში ამოყვინთავს - ამ განცხადებას, ექსპერტი გია ხუხაშვილი აკეთებს. "პალიტრანიუსთან" საუბრისას ხუხაშვილი პროკურატურის მიერ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით გამოძიების დაწყებას ეხმაურება. 

„გასაგებია, რომ ხელისუფლება ცდილობს კონტრ-შეტევა განახორციელოს ამ პროცესებთან დაკავშირებით. ამას ორი მხარე აქვს - სამართლებრივი და პოლიტიკური. რაც შეეხება სამართლებრივს, რბილად რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი არადამაჯერებელია. ხელისუფლებას როდესაც უჭირდა, სახელმწიფო გადატრიალების რამდენიმე ხმაურიანი საქმე აღძრა და რამდენადაც ვიცით, დღეის მდგომარეობით სქელი მტვერი ედება ამ საქმეებს. ამ რიგში ჩააყენა ეს ყველაფერი და მისი ნარატივი ტრაგიკომიკურია. მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაგვისროლეს, როდესაც ფოსტა-ტელეგრაფის აღება ნიშნავდა სახელმწიფო გადატრიალებას. 21-ე საუკუნეში ცარიელი შენობის აღებით სახელმწიფო გადატრიალება სასაცილოდ ჟღერს. ალბათ, რაღაც ჩანაწერებს მოგვასმენინებენ ცოტა ხანში, როგორ თხრიდა მიშა სააკაშვილი გვირაბს და სადაცაა ავლაბარში, რომელიმე შადრევანში ამოყვინთავს. ალბათ, ამას გვაჩვენებენ, მაგრამ პოლიტიკურ მოცემულობას ეს ვერანაირად ვერ ცვლის.

ხელისუფლება ცდილობს, დაზაფროს საზოგადოება, თითქოს დიდ განსაცდელს გადაგვარჩინა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის დროა, საკუთარი წიწილები დათვალოს. რაც დააშავა ოპოზიციამ, კი ბატონო ვიმსჯელოთ, ვინც დასასჯელია, დაისაჯოს, მაგრამ ხელისუფლებამ გააცნობიეროს, რომ პოლიტიკურად რაც არ უნდა მომხდარიყო იმ ვითარებაში, თვითონ არის პასუხისმგებელი. ხელისუფლებამ ახალგაზრდებს უნდა დაანახოს, რომ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს ფუჭად არ ჩაუვლია და მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

'.$TEXT['print'].'