ხელისუფლებას ხელში უგდებენ ინსტრუმენტს, რომ რუსთაველზე მიმდინარე პროტესტი და პრაიდი ერთმანეთში აზილოს- ხუხაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
ხელისუფლებას ხელში უგდებენ ინსტრუმენტს, რომ რუსთაველზე მიმდინარე პროტესტი და პრაიდი ერთმანეთში აზილოს- ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით, „ღირსების მარში“8 ივლისს გაიმართება.

„ერთი მხრივ გასაგებია, რატომ არ სახელდება ღონისძიების ადგილი და დრო. მაგრამ მეორე მხრივ, ხელისუფლებას ამით ხელში უგდებენ პირდაპირ ინსტრუმენტს, რომ რუსთაველზე მიმდინარე პროტესტი და პრაიდი ერთმანეთში აზილოს. უკვე ისმის მოწოდებები, რომ პრაიდის მოწინააღმდეგეებმა გაავსონ რუსთაველი. ეს არის ძალიან ბინძური თამაში, რომელშიც ნებსით თუ უნებლიედ პრაიდის ორგანიზატორებიც მონაწილეობენ. თუ ეს ასე არ არის, დაასახელონ დრო და ადგილი. ის მაინც თქვან, რომ ეს რუსთაველზე არ მოხდება“, - წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

'.$TEXT['print'].'