ჩვენ ამას გავუმკლავდებით - რუსებს პუტინის გინება ეწყინათ, თუმცა...
ავტორი: გურიის მოამბე
ჩვენ ამას გავუმკლავდებით - რუსებს პუტინის გინება ეწყინათ, თუმცა...

„რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას მონოლოგმა, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გუშინ ღამიდან, რუსული მედიის ნაწილი სწორედ ამ თემაზეა კოცენტრირებული. გაბუნიას გამოეხმაურა უამრავი რუსი ჟურნალისტი, წამყვანი, პოლიტიკოსი…

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კოსაჩოვმა, განაცხადა რომ რუსეთსა და საქართველოს მომავალი აქვს.

„ჩვენ მომავალი გვაქვს. ამ ორ ხალხს ერთმანეთი უყვარს და ეს მთავარია. ჩვენ ამას გავუმკლავდებით“, – განაცხადა კოსაჩოვმა. მან ფაქტს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ექსტრემისტული ექსპრესია უწოდა. „მე მიყვარს ეს ქვეყანა და მიყვარს ეს ხალხი,“ – დასძინა მან.

სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეების კომიტეტის წევრი ევგენი პრიმაკოვი მიიჩნევს, რომ ქართველი წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობი უნდა გაიყინოს.

მომხდარს რუსეთის ტელევიზიიდან წამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, გაბუნიას გამოსვლის შემდეგ არავის უნდა ჰქონდეს ილუზიები საქართველოს შესახებ და ყველამ “უნდა დაიცვას სიმართლე”.

„ეს ერთი ჟურნალისტის პროვოკაცია არ არის. ეს არხის პოზიციაა. ასევე საქართველოს ოფიციალური პირების პოზიციაც აღარ არის ეჭქვეშ. რუსეთმა ამ პროვოკაციას საკუთარი თავის შეურაცხყოფით არ უნდა უპასუხოს, უბრალოდ რუბლების დასჯას უნდა მიმართოს,“ – განაცხადა სოლოვიოვმა.

რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკის საბჭოს მრჩეველი სერგეი კალაშნიკოვიც ამბობს, რომ ქართული ჟურნალისტის ხულიგნურ გამოხტომას, რეაქცია არ უნდა მოჰყვეს. ის აღნიშნავს, რომ ეს უბრალოდ წამყვანის უკულტურობას ამტკიცებს. 

„არ არის საჭირო ამაზე რეაგირება. ეს იყო ხულიგნობის ფაქტი, რომელიც მხოლოდ წამყვანის უკულტურობას აჩვენებს.

ჩვენ მტკივნეული რეაქცია გვქონდა გინებაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამის გამო, მთვარე დედამიწას არ დაეცემა,“ – აღნიშნა მან.

მომხდარს კიდევ ერთი წამყვანი ოლგა სკაბეევა ეხმიანება. მისი თქმით, ეს წმინდა წყლის პროვოკაციაა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ამის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი.

გარდა ამისა, მან მადლობა გადაუხადა იმ ქართველებს, რომლებმაც გაბუნიას ცუდი და უსუსური მცდელობა დაგმეს და ტელეკომპანიასთან აქცია გამართეს.

„უმსგავსობა და უკულტურობა!“ – წერს ის და ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის შესაძლოა, სავაჭრო ურთიერთობები გაწყდეს.

შეგახსენებთ, გიორგი გაბუნიამ „რუსთავი 2-ის“ გადაცემა P.შ-ის პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსულ ენაზე აგინა.პრემიერმა ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციულ ომად შეაფასა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ წამყვანის ქმედებას მოქალაქეები უნდა გაემიჯნონ და პოლიტიკურად საშიშ პროვოკაციად შეაფასონ. 

მსგავსი აზრი ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესაც. არჩილ თაალაკვაძემ გაბუნიას ქცევა ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ პროვოკაციად შეაფასა.

გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

www.fortuna.ge

'.$TEXT['print'].'