სასულიერო პირები რუსთაველის გამზირს ნაკურთხი წყლით "სიბინძურისგან გაწმენდენ"
ავტორი: გურიის მოამბე
სასულიერო პირები რუსთაველის გამზირს ნაკურთხი წყლით "სიბინძურისგან გაწმენდენ"

ლევან ვასაძის მხარდამჭერები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე აქციას მართავენ,19:00 საათისთვის დაშლას არ აპირებენ. ისინი მეორე აქციის წევრებს, რომლებიც უკვე თითქმის 20 დღეა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, აქციის გამართვის შესაძლებლობას არ მისცემენ.

როგორც ლევან ჩაჩუამ განაცხადა, სასულიერო პირები რუსთაველის გამზირზე პარაკლისს გადაიხდიან და ნაკურთხი წყლით გაწმენდენ ამ ადგილს “სიბინძურისგან“.

“ვიდგებით ბოლომდე. მივლენ, მოაწყობენ პროვოკაციას, მიიღებენ პასუხს. ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან თვითონ და ხელისუფლება. აქ 50-მდე სასულიერო პირია, ჩვენ ვდგავართ მშვუდობიანად. არავის აქვს ეს ადგილი პრივატიზებული, ეყოთ 19 დღის განმავლობაში რა სიბინძურეც აკეთეს აქ. პარაკლის გადავიხდით და ლოცვით და ნაკურთხით წყლით გაიწმინდება აქაურობა, იმ სიბინძურისგან, რაც აქედან იფრქვეოდა“,- აღნიშნა ლევან ჩაჩუამ.

2020news.ge

'.$TEXT['print'].'