"ინტელექტუალური შტურმი „ანტინაცებზეა“ გათვლილი
ავტორი: გურიის მოამბე
"ინტელექტუალური შტურმი „ანტინაცებზეა“ გათვლილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი შს მინისტრის მთავარ შეცდომაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი ინტელექტუალური შტურმი „ანტინაცებზეა“ გათვლილი, რომლებიც ოპოზიციისთვის გადატრიალების დაბრალებას ისედაც ამართლებენ.„მორალს და პათეტიკას თავი რომ გავანებოთ, რა იყო გახარიას მთავარი შეცდომა?
მისი „ინტელექტუალური შტურმი“ განკუთვნილი იყო ე.წ. „ანტი-ნაცისთვის“, რომელიც ამის გარეშეც „უპრავებს“ ყველაფერს. ეს სეგმენტი ისედაც თანახმაა „ნაცებისთვის“ სახელმწიფო გადატრიალების „ჩადებაზე“. 
რა უნდა გაეკეთებინა?
უნდა ეჩვენებინა ადამიანური სახე. რომ ის გულწრფელად (არა ფორმალურად) ნანობს იმას, რაც მოხდა აუცილებელი მოგერიების ფაზის შემდეგ.
დანარჩენი წყალია. ვიღაცა შეაქებს, ვიღაცა შეაგინებს. ჩვენ ისევ მონოლოგებით დიალოგის სამყაროში ვცხოვრობთ. მტერი იცინის და ემზადება“, - წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

'.$TEXT['print'].'