"გახარია, ღირსეული მიმდევარია ზნე დაცემული ბიძინა ივანიშვილის“-სანიკიძე
ავტორი: გურიის მოამბე
"გახარია, ღირსეული მიმდევარია ზნე დაცემული ბიძინა ივანიშვილის“-სანიკიძე

გახარიას აქვს ფსიქიური გადახრები და ის სახიფათოა - ასე ეხმაურება გუბაზ სანიკიძე შს მინისტრის განცხადებებს, რომელიც მან გუშინ გადაცემა „რეაქციაში“ გააკეთა. ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი ამბობს, რომ გახარიას ინტერვიუმ ის კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ საქმე აქვს ზნედაცემულ ადამიანთან და შესაბამისად ის არ აპირებს ჩვენება გაუწონასწორებელ მინისტრს მისცეს.

„ჩვენ გუშინ ვიხილეთ შს მინისტრის კატასტროფული გამოსვლა. პრინციპში, აღიარებითი ჩვენება მისცა მან, ამიტომ უნდობლობა, რა თქმა უნდა, სტრუქტურების მიმართ ჩემი მხრიდან და საერთოდ ქართული საზოგადოების მხრიდან არსებობს. რეპრესიები დაწყებულია საქართველოში. უკვე ხუთი კაცია დაპატიმრებული აქციის მონაწილეები, ჩვენ უკვე პოლიტიკური პატიმრები გვყავს 20 ივნისთან დაკავშირებით. შს მინისტრს, როგორც ჩანს, ფსიქიური გადახრები აქვს, არის გაბოროტებული, ლოგიკას არ ექვემდებარება. გუშინ რაც მოვისმინე მე, მე თვითონ ვარ შეძრწუნებული, იმიტომ, რომ არაადეკვატურია შს მინისტრი და სასწრაფოდ არის ჩამოსაშორებელი, იმიტომ, რომ სახიფათო არის. ეს არის ზნედაცემული, გათახსირებული კაცი. ღირსეული მიმდევარი გათახსირებული ზნე დაცემული ბიძინა ივანიშვილის“- გუბაზ სანიკიძე.

'.$TEXT['print'].'