"ოცნების ხელისუფლება უნდა წავიდეს და ქვეყანის მმართველობას პუტინისტები უნდა ჩამოშორდნენ"
ავტორი: გურიის მოამბე
"ოცნების ხელისუფლება უნდა წავიდეს და ქვეყანის მმართველობას პუტინისტები უნდა ჩამოშორდნენ"

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცსებზე წერს და აქტიურად ამუშავებულ ბოტებისა და ტროლების ქარხნების მუშაობას უშედეგოდ აფასებს: 

"არაფერი არ მუშაობს უკვე ბოტების, ტროლების და ბიძინავიზიების. არ ილექება, ისხლიტავს ხალხი. სინამდვილეში, რუსეთ საქართველოს დაპირისპირებაა ქვეყანაში და ესაა მთავარი თემა. მორჩა უკვე გაშიშვლებულია ეგ ამბავი და ვერ გადაფარავს ვერც გაბუნიას ყლეობა, ვერც ჩემი ღვინოზე აგორებული დეზინფორმაცია, ვერც რუსთავი 2ს წავიღებთ სიცრუით დამამშვიდებელი კამპანია და საერთოდ ვერაფერი.

გახარია სისხლიანი ჟანდარმია! ივანიშვილი რუსეთიდან მართული უზურპატორია! ოცნების ხელისუფლება უნდა წავიდეს და ქვეყანის მმართველობას პუტინისტები უნდა ჩამოშორდნენ. დაიხურა საკითხი.

ვინც ამას ვერ ხვდება და ამ გეოპოლიტიკურ მომენტუმს ვერ გრძნობს;

ვისაც გონია, რომ ახლა რაღაც სანქციებზე, ღვინოზე, ვაჭრობაზე და ეკონომიკაზე ლუღლუღის დროა და ესაა მნიშვნელოვანი

არა მგონია, საერთოდ ესმოდეს, ქართულ პოლიტიკაში ახლა რა ხდება და ჯობია პოლიტიკას შეეშვას და სხვა საქმით დაკავდეს.

ps არც ქოცებს არ გაუვათ ამის გადაფარვა და ოპოზიციამაც დაასრულეთ ძლაუნებრუად ქოცების წისქვილზე წყლის დასხმა და მთავარი მესიჯის გადღაბნა რაღაც მეორეხარისხოვანი და სულელური, სუსის მიერ მოგონილი მესიჯებით.

გვარამია რუსზთავი 2-თან დაკავშირებით ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციებსაც ეხმაურება, სადაც საუბარია რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით ტელევიზია ქიბარ ხალვაშს გადაეცემა: 

ტყუილად ნუ ავრცელებთ, რომ რ2ს გადაიბარებს ქიბარი. ტყუილით ნუ ამხნევებთ და ბოლო იმედს ნუ აძლევთ სასოწარკვეთილ მომხრეებს: კი ვართ გაფარჩაკებული, მაგრამ რ2ს წავიღებთ და ამოვისუნთქავთო.

ტყუილია! რ2 დარჩება იმ სტატუსკვოთი, როგორიც დღესაა. გავიმარჯვებთ აუცილებლად და სამართლიანობა იზეიმებს. სამართლიან გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ გადაახტება, ვერ გაბედავს და მორჩა. გაბედავს და მოხვდება მწარედ!

18 ივლისს ერთად ვიზეიმოთ სამართლიანობა! ვიკრიბებით რ2ის ეზოში (სანდრო ეულის 5ა), დღის 12საათზე! მოდით! მოიყვანეთ ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები! დიდი ზეიმი იქნება, გპირდებით! -წერს გვარამია.

'.$TEXT['print'].'