“გამორთეთ „რუსთავი 2 და რუსეთის გუბერნიად ისე იქცევით, ვერც გაიგებთ, მაცივრებში გაჩნდება საკვები,"...
ავტორი: გურიის მოამბე
“გამორთეთ „რუსთავი 2 და რუსეთის გუბერნიად ისე იქცევით, ვერც გაიგებთ, მაცივრებში გაჩნდება საკვები,"...

თაკო ჩარკვიანი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მესიჯი იყო, რომ „რუსთავი 2“ დახურულიყო და საქართველო რუსეთის გუბერნიად ქცეულიყო.

„გახსოვთ რამდენიმე ხნის წინ ივანიშვილმა თქვა, გამორთეთ „რუსთავი 2“ და ყველაფერი კაგრად იქნებაო, ამით თქვა, გამორთეთ „რუსთავი 2“ და თქვენს მაცივრებში გაჩნდება საკვები, გამორთეთ „რუსთავი 2“, თქვენ აღარ გექნებათ ინფორმაცია და რუსეთის გუბერნიად ისე იქცევით, რომ ვერც გაიგებთო. მან ეს განახორციელა, მაგრამ მას დაავიწყდა, ვინაიდან არც გამოუვლია არასოდეს, მე მაშინ ბავშვი ვიყავი შედარებით, მაგრამ მოვესწარი და მახსოვს, რომ საერთოდ არ იყო „რუსთავი 2“, იყო ერთადერთი ტელევიზია, რომელიც იმ ტროლების და იმ ადამიანების ინფორმაციას ავრცელებდა, ვინც დღეს ბიძინა ივანიშვილმა გააღვიძა. იმ ერთი ტელევიზიის პირობებში და იატაკქვეშა ჟურნალების პირობებში გრგვინავდა ეროვნული მოძრაობა და საქართველომ იმხელა მონსტრის წინააღმდეგ გაილაშქრა და მოიპოვა დამოუკიდებლობა“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

'.$TEXT['print'].'