მოსკოვმა მოახერხა, და მიაღწია იმას, რომ ივანიშვილს რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს- უტიაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
მოსკოვმა მოახერხა, და მიაღწია იმას, რომ ივანიშვილს რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს- უტიაშვილი

ანაკლიაის პორტი გაყინეს, რუსთავი 2 დაანგრიეს - წერს Facebook-ზე შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, შოთა უტიაშვილი. უტიაშვილი ქვეყანაში, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

„​აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლიუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თითქმის ათი წელი, რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას. იცოდნენ, რომ საქართველოს დაჩმორება იოლი არ იქნებოდა.

დღეს უკვე, ეს მსხვერპლი წყალშია გადაყრილი. მოსკოვმა მოახერხა, და ქართული ოცნების უთავმოყვარეობის, პანიკიორობისა და არაპროფესიონალიზმის წყალობით, მიაღწია იმას, რომ ივანიშვილს რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს.

უმარტივესი ილეთით, სანქციების მუქარით, მერე მისი შემსუბუქების იმედის მიცემით, საზღვართან ჩატარებული სამხედრო წრთვნებით, კრემლმა სრულიად ამოაგდო კალაპოტიდან საქართველოს მთავრობა.

აგერ შედეგიც, ყველაზე მნიშვნელოვანი პროდასავლური პროექტი, ანაკლიაის პორტი, გაყინეს, ყველაზე დიდი პროდასავლური ორგანიზაცია - რუსთავი 2 დაანგრიეს, და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

დასავლეთს კი, ჯერჯერობით, სძინავს" - წერს უტიაშვილი.

წყარო: პრაიმტაიმი

'.$TEXT['print'].'