NDI ირაკლი ოქრუაშვილის საქმის მონიტორინგს ახორციელებს- ლორა თორნტონი
ავტორი: გურიის მოამბე
NDI ირაკლი ოქრუაშვილის საქმის მონიტორინგს ახორციელებს- ლორა თორნტონი

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების საქმეზე პოლიტიკური განცხადების გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის საქმეს ისინი თვალს ადევნებენ.

ლორა თორნტონი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე იმყოფებოდა.

"მივიღე მეტი ინფორმაცია ოქრუაშვილის საქმის შესახებ, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ამ საქმის მონიტორინგს ახორციელებს და შეძლებისდაგვარად ვიღებთ ყველა სახის ინფორმაციას. თავს შევიკავებთ, განვსაჯოთ ამ საქმის მიმდინარეობა, ჩვენ ყველა ამ საქმეს, მათ შორის, ხაზარაძისა და სხვა საქმეებსაც ყურადღებით ვაკვირდებით. კვლავაც ვიმეორებ, რომ პოლიტიკურ შეფასებას არ გავაკეთებ.", — განაცხადა თორნტონმა.

'.$TEXT['print'].'