ვინ მფარველობს ბახვის პოლიციის უფროსს, რომელმაც მაკო გომურს აგინა, აქციის მონაწილეები კი სცემა
ავტორი: გურიის მოამბე
ვინ მფარველობს ბახვის პოლიციის უფროსს, რომელმაც მაკო გომურს აგინა, აქციის მონაწილეები კი სცემა

ვინ არის ბახვის პოლიციის უფროსი მამუკა ჯანანაშვილი, რომელიც შეკვეთილში აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა,  ადამიანებს, რომლებმაც 20 ივნისს თვალი დაკარგეს დედა აგინა, მათ დასაცავად გამოსულ აქტივისტებს კი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა - ირკვევა, რომ ეს პოლიციელი, სისტემიდან გაშვებული იყო და ის შინაგან საქმეთა სამინისტროში "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ დააბრუნა. ამ თემაზე განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

მისი თქმით, ჯანაშვილი მარნეულში პოლიციაში მუშაობის დროს პოლიციისთვის განკუთვნილ საწვავს საკუთარი კეთილდღეობისთვის ყიდდა. დეკანოიძის ინფორმაციით, ჯანაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის, ახლა სუს-ის თანამშრომლის სოსო იაშვილის მფარველობის ქვეშ არის.

„შსს-ის გურიის სამხარეო სამმართველოს ბახვის პოლიციის განყოფილების უფროსი მამუკა ჯანანაშვილმა შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის მონაწილე გიორგი დიასამიძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, იმიტომ, რომ დიასამიძე გამოესარჩლა 20 ივნისს გავრილოვის ღამეს დაზარალებულებს, მაკო გომურს, როცა ჯანანაშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ აგინებდა. ამის შემდეგ ის ფიზიკურად გაუსწორდა დიასამიძეს. ეს ადამიანი არის ახლა გახარიას სახე, გახარიას პოლიციის სახე. ეს ადამიანია, რომელიც ოპოზიციამ. ჩვენ არადე4თ ვამხილეთ, მათ შორის ზუგდიდის თვითმმართველობის არჩევნებზე როცა ამ ადამიანმა ძალა იხმარა და ფიზიკური ძალადობით დაატოვებინა საარჩევნო უბანი პარლამენტის წევრს, თინა ბოკუჩავას. მამუკა ჯანაშვილი 2012 წლამდე შსს-ში მუშაობდა, მას პოლიციის რიგები დაატოვებინეს, იმიტომ, რომ ადამიანის საყოველთაო უფლებებს და ღირსებას, მალევე ჯანაშვილი დაკავებული იქნა პოლიციის მიერ იარაღის უკანონოდ შენახვის და ტარების გამო, მთავრობის შეცვლის შემდეგ, 2013 წელს ქართულმა ოცნებამ იგი პოლიციის რიგებში აღადგინა,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

'.$TEXT['print'].'