ზაზა დამენიას საფლავს პატივი მიაგეს- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა
ავტორი: გურიის მოამბე
ზაზა დამენიას საფლავს პატივი მიაგეს- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა

 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავი. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავზე ოჯახის წევრები,მადგილობრივი მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე  ერთიანი ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს გმირი ჯარისკაცის ხსოვნას.

შეგახსენებთ, ქართველი სამხედროსაქართველოს არმიის კაპრალი, ეროვნული გმირიაფხაზეთის და ცხინვალის ომების მონაწილე2002 წელს ჩაირიცხა ვაზიანისმე-11 მექანიზებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში2004 წლის აგვისტოში იბრძოდა ცხინვალის მისადგომებთან16 აგვისტოს იმ სანგარზე, სადაც ზაზა დამენია იმყოფებოდა, განხორციელდა მძლავრი შეტევა. მოწინააღმდეგემ სანგარში ხელყუმბარის ჩაგდება მოახერხა, მას ზაზა გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვისგან იხსნა. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის 26 აგვისტოს განკარგულებით ზაზა დამენიას ეროვნული გმირისწოდება მიენიჭასამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“.

 

'.$TEXT['print'].'