"ნაცმოძრაობიდან წამოსული პრიმიტიული კითხვაა - პუტინი მტერია?" - მამუკა მდინარაძე
ავტორი: გურიის მოამბე
"ნაცმოძრაობიდან წამოსული პრიმიტიული კითხვაა - პუტინი მტერია?" - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კითხვა - არის თუ არა პუტინი მტერი "ნაციონალური მოძრაობის" პრიმიტიული შეკითხვის გამეორებაა.

„რა თქმა უნდა, ესეც "ნაცმოძრაობიდან" წამოსული პრიმიტიული კითხვაა - პუტინი მტერია? ოკუპანტი სახელმწიფოს მეთაურზე მელაპარაკებით, აბა, არ არის მტერიო?

თუკი რუსეთს ვახსენებთ, ვგულისხმობთ პუტინს, მაშინ უნდა ვახსენოთ მედვედევიც და ა.შ. ახლა ვსდიოთ ერთმანეთს სიტყვებზე?“ - ამბობს მდინარაძე.

 

'.$TEXT['print'].'