“სახელმწიფო ბედნიერია, უბრალოდ ხალხი ვერ გრძნობს"- გამზარდია
ავტორი: გურიის მოამბე
“სახელმწიფო ბედნიერია, უბრალოდ ხალხი ვერ გრძნობს"- გამზარდია

“ტვ პირველის“ შემთხვევაში საბოლოო ჯამში იგივე შედეგი დადგება, რაც მოუვიდა ტელეკომპანია “იბერიას“, “რუსთავი 2“-ს, “საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რომელიც გარკვეული პერიოდი თავისუფლად სუნთქავდა, - ამის შესახებ  “2020NEWS” -ს ჟურნალისტმა და ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ განუცხადა.

მისი თქმით,  თავისუფალ და კრიტიკულ მედიაზე შეტევა დღეს არ დაწყებულა და ეს პროცესი გაცილებით ადრე იღებს სათავეს.

გამზარდიას განმარტებით,  მედიის წინააღმდეგ წარმოებული პროცესები ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში თავისუფალი და კრიტიკული მედია არ არსებობდეს და მედიალანდშაფტზე მხოლოდ სახელისუფლებო ტელევიზიები იყვნენ.

დღეს შესაფასებელი აღარაფერი დარჩა, ეს ყოველივე შესაფასებელი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პრობლემები ჰქონდა ტელეკომპანია  “იბერიას“ და უცნაური პროცესები დაიწყო “რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ.
უნდათ, რომ თავისუფალი და კრიტიკული მედია აღარ არსებობდეს და დღეს რაც ხდება, არის იმ პროცესების გაგრძელება,  რაც ადრე დაიწყო. 

“კეთილსინდისიერი“ ამ შემთხვევაში სამართლებრივი ტერმინია ამიტომაც “კეთილსინდისიერი მყიდველი“ არის ის, ვინც ქონება იყიდა და მორჩა. ტელევიზიის გაყიდვა თავიდან ბოლომდე, რომ პოლიტიკური პროცესია, ცხადად მოჩანს, ამიტომაც ამ მოტივებით გამოუჩნდება მყიდველიც. ალბათ “რუსთავი2“-ის გაყიდვა პრობლემა არც გახდება.
სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ რაც ტელეკომპანია ხალვაშს დაუკანონდა ჩვენ ვთქვით,რომ  “რუსთავი 2“ გაიყიდებოდა, იმიტომ, რომ  ხალვაშის გადმოსახედიდან ჩანდა, რომ სჯობდა, ტელეკომპანიას ახალი მფლობელი ჰყოლოდა და ამით თავიდან აეცილებინა ახალი სამართლებრივი დავა.

შემდეგი ნაბიჯი იქნება  “ტვ პირველის“ პროცესი, რომლის შემთხვევაშიც საბოლოო ჯამშიც იგივე შედეგი უნდა დადგეს, რაც მოუვიდა ტელეკომპანია “იბერიას“,“რუსთავი 2“-ს, “საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რომელიც გარკვეული პერიოდი თავისუფლად სუნთქავდა და ასევე აღსანიშნავია, ერთ-ერთი კრიტიკული ტელევიზიაა “კავკასია“ რომელიც დღეს ფინანსურად საკმაოდ მძიმე პირობებშია.

ახლა მიდის დარჩენილ 2 ტელევიზიაზე “კავკასიაზე“ და “ტვ პირველზე“ მუშაობა. შეიძლება, ხელისფლების სათქმელად, რომ ჰქონდეს, ქვეყანაში არსებობს დემოკრატიაო, “კავკასია“, როგორც მოკრძალებული ტელევიზია, გადარჩეს.

ეს არის ერთი პროცესი “სახელმწიფო ბედნიერია, უბრალოდ ხალხი ვერ გრძნობს“.

ჯოხთაბერიძე ნაკლებად ცდილობს, პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირი ჩაბმულობა გამოავლინოს. რაც შეეხება ჩხარტიშვილს, იგი საკმაოდაა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა ის რუხი კარდინალის როლს ითავსებს, ამიტომ შეიძლება, მისი ფულით მაგრამ სახელდებულად სხვის მიმართ დაფიქსირდეს ეს შესყიდვა.
 ეს იქნება ხელისუფლებისათვის შეძენილი და იმ პროპაგანდისთვის, რაც მიდის სხვადასხვა არხზე.

თუ ეს პირები იქნებიან „“რუსთავი 2“-ის ახალი შემსყიდველები, მივიღებთ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ,“იმედის“ ,“მაესტროს“ ვარიაციებს  სახელისუფლებო პროპაგანდით.

'.$TEXT['print'].'