"მოგიწყობთ "თხილის რევოლუციას"
ავტორი: გურიის მოამბე
"მოგიწყობთ "თხილის რევოლუციას"

"ნუ იტყვის ნურავინ ,რატომ წერს ეს ადამიანი სულ ამ თემაზეო?

ვიღაცამ ხომ უნდა თქვას და ამოიღოს ხმა?! ვიცი, უამრავი ადამიანის სათქმელს ვამბობ. ისევ თხილის ფასი. ვისაც ამ ინფლაციის ფონზე, 4 ლარი თხილის ღირებულება კარგი ფასი ჰგონია, ძალიან ცდება. ისედაც ნაკლებია მოსავალი და ხუთმაგად გაძვირებულია ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი.
კიდევ ერთი ფაქტი, სამეგრელოსა და აჭარაში 1 და ზოგჯერ 2 ლარით მეტია კილო თხილის ფასი, ვიდრე გურიაში. ვერ გავიგე, რა, გურულები ასეთი გულუბრყვილონი ვართ თუ თავს "ვიაბდლებთ"?! და კიდევ, ფასი ნელ-ნელა კლებულობს. ვინმე არ გასულელდეს, თორემ მოგიწყობთ "თხილის რევოლუციას".
არ ჩააბაროთ თხილი იაფად!
მალე გამოილევა ესეც და უყარეთ მერე კაკალი სიდუხჭირეს".
გურიაში ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის და მისი ფასის შესახებ სოციალურ ქსელში ლიხაურელი პედაგოგი, ირმა გორდელაძე წერს. 
'.$TEXT['print'].'