დღეს დილიდან გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავდება დაიწყეს
ავტორი: გურიის მოამბე
დღეს დილიდან გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავდება დაიწყეს

ა(ა)იპ კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის თანამშრომლები დღეს დილიდან გრიგოლეთის სანაპირო ზოლს ასუფთავებენ.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა დავით წულაძემ განაცხადა, დასუფთავების სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს. დღეს კი სპეციალური ტექნიკა ჩაერთვება, რათა დროულად და ეფექტურად მოხდეს სანაპირო ზოლის დასუფთავება.

სავარაუდოდ სანაპიროს დასუფთავების სამუშაოები, გუშინ "გურიის მოამბის" ვებ გვერძე გამოქვეყნებულ წერილს და ვიდეო მასალას მოჰყვა, სადაც საუბარი იყო, თუ როგორ ტოვებდნენ უცხოელი დამსვენებლები გრიგოლეთის სანაპიროს,დაბინძურებული ტერიტორიის გამო.

'.$TEXT['print'].'