ლანჩხუთში გურული მხედრის ქანდაკება დაიდგმება
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში გურული მხედრის ქანდაკება დაიდგმება

როგორი ქანდაკების დადგმა იგეგმება ლანჩხუთში

როგორც ცნობილია, მალე ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, სადაც სტალინის ბიუსტი იყო განთავსებული გურული მხედრების სახელობის მოედანი მოეწყობა.
იდეის ავტორი ცნობილი რეჟისორი და მწერალი ირაკლი მახარაძეა. მისი პეტიცია უკვე განიხილა ლანჩხუთის საკრებულოს კომისიებმა და დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.
ლანჩხუთეკი მხედრები 19 საუკუნის ბოლო აშშ ში მოღვაწეობდნენ და მათ აღფრთოვანებაში მოყავდათ მილიონობით მაყურებელი.
ქართველი მოჯირითეების შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ აშშ ში, ხოლო ნაწილი საქართველოში დაბრუნდა და ლანჩხუთში დღესაც ამაყად იხსენებენ, რომ დიდი წინაპრები ჰყავდათ.
როგორც ცნობიკიახ გურული მხედრების მოედანზე ქანდაკების დადგმა იგეგმება. ამის შესახებ ბატონმა ირაკლი მახარაძემ ლანჩხუთში ბოლო ვიზიტისას განაცხადა.
,,გურია თუდეის" ინფორმაციით, ქანდაკების ესკიზი უკვე მზადაა.
,,მაგარ მოქანდაკესთან, დათო მინდორაშვილთან ერთად ვაკეთებთ ამ ქანდაკებას, რომელიც გვინდა ლანჩხუთში დაიდგას" - ამბობს ბატონი ირაკლი და შესაბამის ფოტოებსაც ასაჯაროებს.

ინფორმაციას ექსკლუზიურად "გურია თუდეი" ავრცელებს

'.$TEXT['print'].'