"კინოს გადაიღებენ ერთ დღეს ამ მოვლენაზე"
ავტორი: გურიის მოამბე
"კინოს გადაიღებენ ერთ დღეს ამ მოვლენაზე"

"სტრასბურგის სასამართლოვ, შენი გაფარჩაკება მიდის ამ წუთებში საქართველოში. ძალიან მწარედ ინანებ ერთ დღეს ამ უმსგავსო პრეცედენტის შექმნისთვის, როცა საშუალება მიეცი მთავრობას ბოლო ალტერნატიული საინფორმაციო საშუალება დაეხურა ხალხისათვის. კინოს გადაიღებენ ერთ დღეს ამ მოვლენაზე-ასე ეხმაურება დღეს რუსთავი ორში განვითარებულ მოვლენებს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული. 

ცნობისთვის, კურიერი გუშინ 9 საათიდან ეთერში აღარ გასულა, არხი კი ჟურნალისტებმა მასიურად დატოვეს. 

რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა.

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის დასაწყებად მზად არის და ორშაბათიდან „კურიერის“ გუნდთან ხელშეკრულებების გაფორმებას დაიწყებს.



'.$TEXT['print'].'