"ჩვენი „სვეცკი“ პასიურობითა და უმოქმედობით მტერი სულ უფრო და უფრო ახლოს მოიწევს"
ავტორი: გურიის მოამბე
"ჩვენი „სვეცკი“ პასიურობითა და უმოქმედობით მტერი სულ უფრო და უფრო ახლოს მოიწევს"

''ეს მცოცავი ოკუპაცია ხომ საერთოდ ამაზრზენია ძალიან რბილად რომ ვთქვათ. ჯერ ოკუპაცია 21-ე საუკუნეში და ახლა ამ ბოძებითა და მავთულხლართებით წინ და წინ ცოცვა, თითქოს „დროშობანას“ თამაშობდნენ! თან თბილისიდან სულ რაღაც 60 კილომეტრში!!! ჩვენი „სვეცკი“ პასიურობითა და უმოქმედობით მტერი სულ უფრო და უფრო ახლოს მოიწევს და გზად სახლებს, საფლავებს, ყანებს და ადამიანებს გვართმევს!!! თუ შესაბამისად არ მოვიქცევით და არ ავიმაღლებთ ხმას, ჩვენს საკუთარ სახლებშიც შემოვლენ და მავთულხლართებს გაგვიბამენ და მერე ძალიან გვიანი იქნება, თუ უკვე არ დავაგვიანეთ! ეს თითოეული ქართველის სატკივარი თუ არ გახდება, ისევ კოლონად ვიქცევით.''- განაცხადა თეა დარჩიამ "პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

"სუხიშვილების" სოლისტი  „რუსთავი 2“-ში მიმდინარე რეაორგანიზაციის თემასაც ეხმიანება: 

„რუსთავი 2”-ის „რეორგანიზაცია“, ცოტა არ იყოს, ღამურას მაგონებს - არც ჩიტი და არც ვირთხა! ალტერნატიული აზრის და მით უმეტეს კრიტიკული არხის დაკეტვა, ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის, კომუნიზმში დაბრუნების ტოლფასია. აღარ მინდა უკან! წინსვლა გვჭირდება და თანაც დიდი, მსუბუქი, ლაღი ნაბიჯებით, თორემ არაფერი აღარ გვეშველება!!! ამდენი პროფესიონალი ადამიანის უმუშევრად დატოვება, უბრალოდ, დანაშაულია!!! უპრინციპო არხად დატოვებას „რუსთავიორელები“ ვერ გაუძლებენ''- ამბობს თეა დარჩია

'.$TEXT['print'].'