"შეიძლება მთელი ამბავი ატყდეს... საზოგადოების განწყობა დადებითი არ არის“ - სიხარულიძე სამთავრობო ცვლილებებზე
ავტორი: გურიის მოამბე
"შეიძლება მთელი ამბავი ატყდეს... საზოგადოების განწყობა დადებითი არ არის“ - სიხარულიძე სამთავრობო ცვლილებებზე

„რას აპირებს ბიძინა ივანიშვილი არ ვიცი, მაგრამ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობა დადებითი არ არის და შეიძლება მთელი ამბავი ატყდეს“, - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებს.

„რომელი პარტია მოვა ხელისუფლებაში და ვის აირჩევს, საერთოდ არ მაინტერესებს, რადგან ყველა პარტია მატყუარა და არაფრის გამკეთებელია. რაც შეეხება ამ სამთავრობო ცვლილებებს, რას აპირებს ივანიშვილი არ ვიცი, მაგრამ მე უნდა ვიცოდე, როგორც მოქალაქემ, პეტრე რომ გაუშვი და ივანე მოგყავს, რას გააკეთებს ჩემი ქვეყნის და ხალხის კეთილდეობისთვის.

„საქმის გამკეთებული ხალხი უნდა მოვიდეს მთავრობაში და ისე არ უნდა მოხდეს, რომ ვთქვათ, ვაის გავეყარე და უის შევეყარეო. 

„ისე, ბახტაძის წასვლას მივესალმები. რა გააკეთა ამ თანამდებობაზე რომ იყო?! გახარის პრემიერ-მინსტრად დანიშვნაზე კი თავს შევიკავებდი. ზოგადად, ამ სამთავრობო ცვლილებასთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობა დადებითი არ არის და შეიძლება მთელი ამბავი ატყდეს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გივი სიხარულიძემ.

'.$TEXT['print'].'