"პრემიერად და ძალოვან მინისტრებად მივიღეთ უფრო პრორუსული მთავრობა“ - დავით ჭიჭინაძე
ავტორი: გურიის მოამბე
"პრემიერად და ძალოვან მინისტრებად მივიღეთ უფრო პრორუსული მთავრობა“ - დავით ჭიჭინაძე

სახალხო მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, ისნის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დავით ჭიჭინაძე დღეს განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს აფასებს და მიიჩნევს, რომ უფრო პრორუსული მთავრობა მივიღეთ, ვიდრე აქამდე გყვავდა.

„პრემიერ-მინისტრობა ამ ქვეყანაში, თურმე, კულუარებში უნდა დაიმსახურო. როგორც ჩანს , მსოფლიოში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებმა გავლენა იქონია ამ გადაწყვეტილების მიღებაზე და კურსის ცვლილება სახეზე გვაქვს, ანუ პრემიერ-მინისტრად და ძალოვან მინისტრებად მივიღეთ უფრო პრორუსული მთავრობა, ვიდრე აქამდე გვყავდა. ამან კი, არ მგონია, რამე სიკეთე მოგვიტანოს, რადგან ეს იქნება ყველაზე დეგრადირებული ვარიანტი იმიტომ რომ, დაკარგული გვაქვს ყველანაირი სახე და პოზიცია. ყველაფერი ეს კი იმს ნიშნავს, რომ უნდა დავივიწყოთ „ქართული ოცნების“ ყველა დაპირება, რომელიც 2012 წლიდან გაუცია და დაველოდოთ ახალ ლოზუნგს - „ უკან წარსულში“, - ამბობს დავით ჭიჭინაძე.

'.$TEXT['print'].'