ნატოზე დაბოღმილი პუტინი დედას გვი@@ნავს ყოველდღე , გაღატაკებულ და გამათხოვრებულ ქართველებს!"- მასხარაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
ნატოზე დაბოღმილი პუტინი დედას გვი@@ნავს ყოველდღე , გაღატაკებულ და გამათხოვრებულ ქართველებს!"- მასხარაშვილი

ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"1. საქართველოს ნატოში გაწევრიანება ანუ ნატოს კავკასიაში დამკვიდრება რუსეთს დამღუპველ საფრთხედ მიაჩნია.
2.ცხინვალი და აფხაზეთი იმიტომ აქვს ოკუპირებული რუსეთს, რომ ამით ხელი შეუშალოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას: ნატოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ შეიძლება იდგეს ნატოსარაწევრი სახელმწიფოს ჯარი,
3. მაგრამ არსებობს გამოსავალი: ნატოს შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს და სამომავლოდ დაიცვას თავისი ახალი წევრის ის ტერიტორია, რომელსაც ნატოში გაწევრიანების წუთისთვის აკონტროლებს ახალი წევრი, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე კოლექტიური პასუხისმგებლობა არ იკისროს, ამასთან ნატოს ყველა წევრი ინდივიდუალურად, ცალ-ცალკე აღიარებს ახალი წევრის ტერიტორიულ მთლიანობას ოკუპირებული ტერიტორიებითურთ და ინდივიდუალურად არ და ვერ ეკრძალება დაეხმაროს ახალ წევრს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების, უკან დაბრუნების საქმეში. ცნობისთვის აფხაზეთი და ცხინვალი ნატოთი თუ ნატოს გარეშე ჩვენი , ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი ს დასაბრუნებელია და ვლადიმერ პუტინი მას “ბაბაიას” ძახილით და უკანალში შეძრომით არ დაგვიბრუნებს.
4 . ნატოს მე-5 პუნქტი მთელს საქართველოზე ან მის 80%-ზე კი არადა, მხოლოდ ერთ ქართულ სოფელზეც რომ ამოქმედდეს, რუსეთისთვის აფხაზეთიც და ცხინვალიც ყოველგვარ ფასს კარგავს და ზედმეტ ტვირთად იქცევა.
5. საქართველოს ნატოში გაწევრიანება საქართველოს ელვისებურად აღორძინების გზაა : ინვესტიციებიც წამოვა და ცხინვალ-აფხაზეთის დაბრუნებაც არნახულად გაიოლდება. ეს იცის რუსეთმა და ამიტომაც ემართებათ რუსებს თუ რუსეთუმეებს ისტერიკა ნატოს და საქართველოს ერთად ხსენებაზე .
6. თუ ნატოს ჩვენთვის კარგი უნდა, მისი მაღალჩინოსნები ენის ტლიკინით კი ნუ გვაგიჟებენ, არამედ მ ი გ ვ ი ღ ო ნ ნატოში!!!
7. რასმუსენმა რაც თქვა, მაგას მეც და ბევრი ჩემი მეგობარი 10-12 წლის წინაც ვამბობდით, პასუხად მაშინაც მხოლოდ დაპირება გვესმოდა:”საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრიო”. სიტყვა დღემდე მხოლოდ სიტყვად რჩება, საქმით კი ნატოზე დაბოღმილი პუტინი დედას გვი@@ნავს ყოველდღე იმედგაცრუებულ , გაღატაკებულ და გამათხოვრებულ ქართველებს! მოკლედ,თუ რამეს აპირებთ დროზე გააკეთეთ , თუ არადა თქვენი დედაც ნატოელებო!"- მასხარაშვილი.

'.$TEXT['print'].'