"პენსიის რიგში მდგომ მამაკაცს 20 ლარი ამოაცალეს"- ოზურგეთში ჯიბის ქურდობები გახშირდა
ავტორი: გურიის მოამბე
"პენსიის რიგში მდგომ მამაკაცს 20 ლარი ამოაცალეს"- ოზურგეთში ჯიბის ქურდობები გახშირდა

„ ფულის გადასახურდავებლად შევბრუნდი 2 წუთით და დახლის ქვეშიდან გამტაცეს ჩანთა“- ქალბატონი, რომელსაც ორი დღის წინ საკუთარი სავაჭრო დახლიდან ჩანთა მოპარეს „გურიის მოამბესთან“ ჰყვება, რომ ეს პირველი შემთხვევა არა არის და  ბოლო დროს ოზურგეთში ჯიბის ქურდობებს ხშირად აქვს ადგილი.

ამის დასტურად კი, ქალბატონი იმ ფაქტზეც გვიყვება, რისი თვითმხილველიც რამდენიმე დღის წინ გახდა. 

ეს პირველი შემთხვევა არაა, ამ ბოლო დროს გახშირებულია ჯიბის ქურდობები ქალაქში. აგერ რამოდენიმე დღის წინ მოხუც კაცს, რომელიც პენსიის რიგში იდგა, ჯიბიდან 20 ლარი ამოაცალეს, მეც შევესწარი ამ ამბავს. ერთი ამბავი იყო, ვიღაც ბიჭს ადებდა ხელს ეს კაცი ხელს. გაუჭირდა ძალიან ხალხს და ჯიბის ქურდობებიც გახშირდა"-გვიყვება ქალბატონი, რომელის ორი დღის წინ თავადაც ქურდების სამიზნე გახდა: 

ჩვეულებრივად ვიყავი ჩემს სავაჭრო დახლთან, მოვიდნენ კლიენტები, ჰქონდათ 50-ლარიანი და ხურდა არ მქონდა. იქვე "ლიბერთის" მარშუტკასთან გავედი ფულის დასახურდავებლად, ორ წუთში დავბრუნდი და ვნახე ჩანთა დახლის ქვეშ აღარ  იდო. შევძარი აქაურობა, ვინ არ შევაწუხე, სალონში ავედი, კამერის ჩანაწერები მინდოდა, მითხრეს-უფრო "ფარმადეპოს" აფთიაქის სათვალთვალო კამერა დააფიქსირებდაო.

ყველა ნაცნობს დავურეკე, პოლიციაშიც ვაპირებდი დარეკვას, ჩანაწერებით ხომ ნახავდნენ? საბუთები მედო ჩანთაში და მაგაზე ვინერვიულე ძალიან, ფული ბევრი არა, სულ 5 ლარამდე იქნებოდა. ტელეფონი და საფულე ხელში მეჭირა. მოგვიანებით უცხო ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონზე, ქალი მირეკავდა, აღმოჩნდა ბაზრის ტერიტორიაზე არსებული საპირფარეშოს ოპერატორი, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი ჩანთა საპირფარეშოში დაგდებული ნახა. საბუთებით და ჩემს ბლოკნოტში ჩაწერილი ტელეფონის ნომრით მომაგნო.

 გვიყვება ლამარა მჟავანაძე.

 

'.$TEXT['print'].'