ქართველი მასწავლებელი აშშ-ს სენატორმა სახლში მიიპატიჟა: "ეს არის ამერიკა" [ფოტოები]
ავტორი: გურიის მოამბე
ქართველი მასწავლებელი აშშ-ს სენატორმა სახლში მიიპატიჟა: "ეს არის ამერიკა" [ფოტოები]

ლანჩხუთელი პედაგოგი, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლიდან, ლადო აფხაზავა ამერიკულ ვოიაჟს აგრძელებს. ის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ხუთეულში მოხვდა და ამ წარმატების ფარგლებში აშშ-ში სხვადასხვა ღონისძიებებსა და კონფერენციებს ესწრება. გარდა ოფიციალური ნაწილისა, ის პირად ურთიერთობებსაც აყალიბებს. სოციალურ ქსელში, ლადო აფხაზავა ავრცელებს ფოტოებს კანზასის სენატორის სახლიდან.

ფოტოებიდან ჩანს, რომ სენატორ კრის სტეინენგერთან ერთად წარმატებულმა მასწავლებლებმა ბარბექიუ მოაწყეს.

“კანზასის სენატორი, რომ სახლში მიგიპატიჟებს, აი ეს არის ამერიკა” – წერს ლადო აფხაზავა.

"ფორტუნა"

'.$TEXT['print'].'